ილია მეორემ თბილისში უცნობი ჯარისკაცის საფლავთან პანაშვიდი გადაიხადა

გამოწერა

ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ თბილისში უცნობი ჯარისკაცის საფლავთან 9 მაისს დაღუპულთა პანაშვიდი გადაიხადა. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ მიაგო პატივი გაამრჯვების დღეს დაღუპულებს მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლმა.

საქართველოში 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვებას აღნიშNავენ. ეს საზეიმო დღე დასვენების დღედაა გამოცხადებული. გამარჯვების 72-ე წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ქალაქებში საზეიმო ღონისძიებები იმართება.

თბილისში ვეტერანები, მათმა ოჯახები და ახლობლები, ტრადიციისამებრ, შეიკრიბნენ ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავთან შეიკრიბნენ, სადაც მარადიული ცეცხლი ანთია. უცნობი ჯარისკაცის საფლავთან ყვავილის გვირგვინები დააწყვეს ქვეყნის ხელისუფლების წევრებმა, სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრებმა, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების მეთაურებმა.

ყველა ახალი ამბავი
0