გამომცხვარი კარტოფილის ნიჟარები ნათია მონტგომერისაგან

გამოწერა

კულინარმა ნათია მონტგომერიმ "Sputnik-საქართველოს" მკითხველს კარტოფილის ნიჟარების მომზადების რეცეპტი გაუზიარა.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ: მოგრძო კარტოფილი, ქონდარი, სვანური მარილი, შავი პილპილი, ზეთი, არაჟანი, მწვანე ხახვი.

გარეცხეთ კარგად კარტოფილები. ნაწილი დაჩხვლიტეთ ჩანგლით, ნაწილს კი განივი ჭრილები გაუკეთეთ დანით. ამგვარად დამუშავებულ კარტოფილს მოაყარეთ ქონდარი, სვანური მარილი, მოასხით ზეთი და მოათავსეთ საცხობ ლანგარზე. მოათავსეთ ლანგარი 200 გრადუს ტემპერატურაზე ჰაერღუმელში და აცხვეთ 40-45 წუთის განმავლობაში.

გამომცხვარ დაჩხვლეტილ კარტოფილს გაუკეთეთ ჯვარისებრი ჭრილი, გადახსენით და ჩადეთ ერთი კოვზი არაჟანი. მოაყარეთ შავი პილპილი და დაჭრილი მწვანე ხახვი. 

გემრიელად მიირთვით!

ყველა ახალი ამბავი
0