ვეტერანის თვალით დანახული ბრძოლა კავკასიისთვის: როგორ უტევდნენ გერმანელები ვლადიკავკაზს

გამოწერა

დიდი სამამულო ომის ვეტერანმა, თბილისის მკვიდრმა სოსო ტუხაშვილმა “Sputnik-საქართველოს“  იმის შესახებ უამბო, თუ როგორ იბრძოდა ის კავკასიისთვის.

დიდი სამამულო ომის ვეტერანი სოსო ტუხაშვილი ფრონტზე 1942 წლის შემოდგომაზე წავიდა, როდესაც ფაშისტური გერმანიის ჯარები კავკასიას უტევდნენ. ქვედანაყოფი, რომელშიც სოსო ტუხაშვილი მსახურობდა, ვლადიკავკაზისკენ გაემართა.

"სამხედრო გზის გავლით გადამიყვანეს ორჯონიკიძეში. ორჯონიკიძე უკვე ცეცხლის ალში იყო გახვეული. სექტემბერი, ოქტომბერი და 6 ნოემბერს უკვე ფრონტის წინა ხაზზე ვიყავი. გერმანელებს იმ დროისათვის ძალიან ძლიერი ტექნიკა ჰქონდათ. თვითმფრინავებიდან უშვებდნენ პარაშუტებს, რომლებიც 30 წუთის განმავლობაში ანათებდა და ჩანდა მთელი ტერიტორია… ღამის 4 საათზე დაიწყო და დაიწყო სროლა. ისროდნენ ქვემეხებს, ჭურვები ჩვენ თავზე დაფრინავდა. სწორედ ამ დროს თბილისიდან ორჯონიკიძისკენ მიმავალი გზაც იცხრილებოდა", — გვიამბო ვეტერანმა.

სოსო ტუხაშვილის თქმით, გამარჯვების დღეს, 9 მაისს თანამებრძოლებთან ერთად ქალაქ სევასტოპოლში შეხვდა. "ჩვენ შევხვდით საკუნ-გორასთან. ყველა სახის იარაღი ისროდა იმის ნიშნად, რომ ომი დასრულდა", — გაგვიზიარა მოგონება ვეტერანმა.

ყველა ახალი ამბავი
0