ნათია მონტგომერი ამერიკაში გატარებულ წლებს იხსენებს

გამოწერა

კულინარიული ტელევიზია Food TV-ს დამფუძნებელმა ნათია მონტგომერიმ „Sputnik–საქართველოსთან“ ამერიკაში გატარებულ წლებზე ისაუბრა.

„ამერიკაში ვმუშაობდი იტალიელების ოჯახში. ეს ადამიანი იყო „უოლ–სტრიტის“ ბირჟის ფინანსური მრჩეველი. ძალიან ცნობილი ოჯახი იყო მთელ ამერიკაში. ამ ოჯახში ვმუშაობდი, როგორც პერსონალური შეფი. რადგან მიტაცებდა კულინარია, ამ ადამიანმა გამოთქვა სურვილი და დააფინანსა ჩემი სწავლა ფრანგულ კულინარიულ ინსტიტუტში“, — განაცხადა მონტგომერიმ.

ნათია მონტგომერი აშშ-დან საქართველოში დაახლოებით ხუთი წლის წინ დაბრუნდა, თუმცა პერიოდულად ისევ უწევს ამერიკაში ვიზიტი. ქალბატონმა ნათიამ თბილისში პირველი კულინარიული ტელევიზია Food TV გახსნა.

ყველა ახალი ამბავი
0