ფიტნესი სქოლიოზის და საყრდენ-სამოძრაო აპარატის დარღვევების წინააღმდეგ: ექსპერტის მოსაზრება

გამოწერა

ფიტნესის საერთაშორისო დონის ექსპერტმა ვანდა კერესელიძემ "Sputnik–საქართველოს" უამბო, თუ რა პრობლემების დაძლევაში ეხმარება ადამიანს ვარჯიში.

სქოლიოზი, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დარღვევები, ბრტყელტერფიანობა — ეს იმ დაავადებების მცირე ჩამონთვალია, რომლებთან ბრძოლაშიც გვეხმარება ფიტნესი. ვანდა კერესელიძის აზრით, სწორედ ამიტომ არის საჭირო ბავშვებისთვის ფიტნესი.

ექსპერტმა აღნიშნა, რომ ბოლო დროს ვარჯიში უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ვინაიდან ბავშვები ძალიან დიდ დროს ატარებენ კომპიუტერთან, ნაკლებად მოძრაობენ, რაც აუცილებლად აისახება მათ ჯანმრთელობასა და საერთო მდგომარეობაზე.

"Sputnik–საქართველოს" გადამღები ჯგუფი დაესწრო თბილისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ფიტნესის გაკვეთილს, სადაც ვანდა კერესელიძის ხელმძღვანელობით ბავშვები ფიზიკური მომზადების საფუძვლებს ეუფლებიან.

ყველა ახალი ამბავი
0