Ты супер!-ის პლაკატები, გულთბილი მიღება და საჩუქრები: ნანა მშობლიურ ქარელში დაბრუნდა

გამოწერა

რუსეთის ტელეარხ НТВ-ს პროექტის Ты супер! მონაწილე ნანა ვარძელაშვილს საზეიმო გარემოში დახვდნენ მშობლიური ქარელის სკოლაში თანაკლასელები და მეგობრები. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ შეეგებნენ ნანა ვარძელაშვილს საერთაშორისო ვოკალურ კონკურსში მონაწილეობის შემდეგ.

ნანა ვარძელაშვილი სამშობლოში დაბრუნდა, სადაც მას სიამაყით შეეგებნენ თანაკლასელები, მეგობრები, პედაგოგები. ისინი ამხნევებდნენ ნანას, რომელმაც ვერ შეძლო კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადასვლა.

თანაკლასელებმა ნანას სიურპრიზი მოუმზადეს. პირველ დღეს, როდესაც ნანა სკოლაში მივიდა, მას შეეგებნენ პლაკატებით, საჰაერო ბურთებითა და საჩუქრებით. ბავშვები ხმამაღლა ყვიროდნენ Нана, ты супер!, ახალბედა მომღერალს სცენაზე გამოსვლას ულოცავდნენ და ამხნევებდნენ.

ტელეარხ НТВ-ს და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს და რადიო Sputnik-ის საერთო პროექტი Ты супер! მშობლების მზრუნველობამოკლებულ ნიჭიერ ბავშვებს რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, მოლდოვიდან, უკრაინიდან და ესტონეთიდან აძლევს შანსს, გააკეთონ განაცხადი საკუთარი თავის შესახებ.

ყველა ახალი ამბავი
0