ბათუმში კამელიების სანახაობრივი ფესტივალი ჩატარდა

გამოწერა

კამელიების ათობით სახეობა იყო წარმოდგენილი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გამართულ ამ ოჯახის მცენარეების ფესტივალზე. იხილეთ "Sputnik–საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა ფესტივალი.

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში კამელიების სანახაობრივი ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალის გახსნას დაესწრო აჭარის ავტონომიის ხელმძღვანელი ზურაბ პატარაძე.

"ეს კამელიების ფანტასტიკური, ულამაზესი ფესტივალია ბათუმის ბოტანიკურ ბაღში. ჩვენ აჭარაში ვგეგმავთ კიდევ მრავალ საინტერესო ღონისძიებას მისი პოპულარიზაციის მიზნით. ჩვენი რეგიონი უფრო და უფრო ცნობილი ხდება და აქ ჩამოდიან უფრო მეტი ტურისტები მთელი მსოფლიოდან. ხოლო ბოტანიკური ბაღი — ეს ბათუმის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია", — აღნიშნა აჭარის ხელისუფლების ხელმძღვანელმა ზურაბ პატარიძემ.

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში კამელიების ფესტივალის ჩატარება უკვე ტრადიციად იქცა.

ყველა ახალი ამბავი
0