კოკაინი ბანანებში: ესპანეთში პოლიციამ 17 კილოგრამი ნარკოტიკი აღმოაჩინა

გამოწერა

ესპანეთში პოლიციამ 17 კილოგრამი კოკაინი ამოიღო, რომელიც ბუტაფორიულ ბანანებში იყო დამალული. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ აღმოაჩინა პოლიციამ ნარკოტიკები ხელოვნურ ბანანებში.

ტელეარხის ABC მონაცემებით, ნარკოტიკი დამალული იყო რეზინის ბანანებში, რომლებიც შეფუთული იყო ყუთებში ნამდვილ ხილთან ერთად. საერთო ჯამში პოლიციამ ამოიღო 57 "ხილი" კოკაინით, იუწყება "რია ნოვოსტი".

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვალენსიასა და მალაგაში ოპერაციების დროს პოლიციამ დააკავა ორი ესპანელი და ერთი იტალიური წარმოშობის საეჭვი პირი. მიმდინარეობს შემოწმება.

პოლიციის მონაცემებით, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა ჩაატარეს სპეციალური ტესტი, რომელმაც ბანანების ყუთებში კოკაინის შემცველობა დაადასტურა.

ყველა ახალი ამბავი
0