"მზის შვილების" დღესასწაული: სპორტული თამაშები და კონცერტი თბილისში

გამოწერა

საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს რიყის პარკში გამართულ გასართობ ღონისძიებებში. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ აღნიშნეს თბილისში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მსოფლიო დღე.

საქართველოში, როგორც მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში, 21 მარტს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მსოფლიო დღეს აღნიშნავენ (World Down Syndrome Day).

დღესასწაულის მონაწილეები რიყის პარკში თამაშობდნენ კალათბურთს, ხტუნავდნენ ბატუტზე, უშვებდნენ საჰაერო ბუშტებს. შემდეგ კი "მზის შვილებისათვის" ოკნცერტი გაიმართა.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომლებიც თავად "მზის შვილების" მშობლებმა დააარსეს.

2011 წლის დეკემბერში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2012 წლიდან ამ დღის აღნიშვნა შესთავაზა ყველა სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციას, რათა საზოგადოებაში დაუნის სინდრომის შესახებ ინფორმაციის ქონის დონემ აიწიოს.

ყველა ახალი ამბავი
0