ბელარუსის ელჩმა ქართველ ქალებს 8 მარტი მიულოცა

გამოწერა

ბელარუსის ელჩმა ქალთა საერთაშორისო დღეს ყველა კაცს ქალებზე ზრუნვისკენ მოუწოდა. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ რის შესახებ ისაუბრა ელჩმა ინტერვიუში.

ბელარუსის ელჩმა საქართველოში მიხაილ მიატლიკოვმა ქართველ ქალებს 8 მარტი მიულოცა და მამაკაცებს ქალებზე ზრუნვისკენ მოუწოდა.

„დღეს მინდა ვისურვო, რომ მამაკაცები იცავდნენ ქალებს, უფრთხილდებოდნენ და ზრუნავდნენ მათზე. და ყველა ცოდნა და შესაძლებლობა გამოიყენონ იმისთვის, რათა მათი მეუღლეები, დედები, დები და ქალიშვილები თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობდნენ, და ყოველდღიურ მზრუნველობას გრძნობდნენ მამაკაცებისგან", — აღნიშნა მიხაილ მიატლიკოვმა.

ბელარუსის ელჩმა ასევე დაამატა, რომ მის ქვეყანაშიც აღინიშნება 8 მარტი, ისევე, როგორც დედის დღე, რომელიც შემოდგომაზეა.

ყველა ახალი ამბავი
0