ჭყოიძე: საქართველომ არ უნდა მიიღოს სირიელი ლტოლვილები

გამოწერა

„ერეკლე მეორის საზოგადოების“ ხელმძღვანელმა არჩილ ჭყოიძემ თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართულ ბრიფინგზე საქართველოში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ლტოლვილებისთვის ბანაკის შესაძლო შექმნის საკითხზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.

მანამდე ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კურცმა გამოთქვა იდეა, შეიქმნას ევროკავშირის ცენტრები ლტოლვილთა მისაღებად ბლოკის ფარგლებს გარეთ, მაგალითად, საქართველოში ან დასავლეთ ბალკანეთში. ჭყოიძეს მიაჩნია, რომ საქართველომ არ უნდა მიიღოს ლტოლვილები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით, სირიიდან, ტერორიზმის საფრთხის გამო.

„საქართველოში ჩამოსული ლტოლვილებიდან მინიმუმ 15-20 პროცენტი ტერორისტი იქნება. ამის შესახებ საუბრობენ თავად ევროპელი პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები. როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კრძალავს სირიელი ლტოლვილების მიღებას, ვფიქრობ, ჯობს ჩვენც ასე მოვიქცეთ. უნდა აიკრძალოს სირიელი ლტოლვილებისთვის ბანაკების მშენებლობა", — განაცხადა ჭყოიძემ.

ყველა ახალი ამბავი
0