ტრამპის დიდ ბრიტანეთში ვიზიტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა ლონდონში

გამოწერა

ლონდონში ათასობით ადამიანი გამოვიდა მიტინგზე, სადაც ისინი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დიდ ბრიტანეთში ვიზიტს აპროტესტებდნენ. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვიზიტის გაუქმების პეტიციასთან დაკავშირებით დებატები გაიმართა. ლონდონში მიმდინარეობს საპროტესტო აქციები ამ ვიზიტის წინააღმდეგ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი". ანალოგიური მიტინგი და მსვლელობა იმართება დიდი ბრიტანეთის სხვა ქალაქებშიც.

დეპუტატები განიხილავენ ორ პეტიციას – ერთს ვიზიტის გასაუქმებლად და მეორეს – ვიზიტის მხარდასაჭერად. პირველ პეტიციას ხელი მოაწერა 1,85 მილიონმა ადამიანმა, მეორეს – 311 ათასმა.

მანამდე ქვეყნის პრემიერმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ დედოფალ ელისაბედ მეორის მიერ ტრამპის მოწვევა არ გაუქმდება, ხოლო მინისტრთა კაბინეტის მეთაური მოხარული იქნება, ამერიკის ლიდერთან ერთად ორმხრივი ურთიერთობის საკითხები განიხილოს.

ყველა ახალი ამბავი
0