სამოსი ისლამის წესებით: ლონდონში მუსლიმების მოდის ჩვენება გაიმართა

გამოწერა

დიდ ბრიტანეთში, კერძოდ ლონდონში, მოდის კვირეულის ფარგლებში პირველად გაიმართა ჩვენება ისლამისტი ქალებისთვის (London Modest Fashion Week). იხილეთ ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა ჩვენება.

ლონდონში პოდიუმზე წარმოადგინეს ისლამის ყველა მოთხოვნის მიხედვით ქალებისთვის შეკერილი სამოსი, რომლითაც ისინი გამოიყურებიან მოკრძალებულად, მაგრამ ეშხიანად, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი".

მოდის ჩვენების ფარგლებში დაახლოებით 40-მა დიზაინერმა წარმოადგინა საკუთარი ნამუშევარი. პოდიუმთან ასევე იყო სპეციალური საგამოფენო დარბაზი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო დაეთვალიერებინა და შეეძინა წარმოდგენილი სამოსი.

ჩვენებაში მონაწილე დიზაინერები აცხადებენ, რომ მუსლიმებისთვის განკუთვნილ სამოსზე პირველად არის ამხელა მოთხოვნა. ამ სამოსს იძენენ არა მხოლოდ ისლამისტები, არამედ სხვა რელიგიების წარმომადგენლებიც, რომლებშიც სამოსის მოკრძალებულობას ყურადღება ექცევა.

მოკრძალებული მოდის ლონდონური ორი კვირა დიდ ბრიტანეთში პირველად გაიმართა და, როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ღონისძიება წარმატებული აღმოჩნდა, ხოლო ჩვენებაზე დასწრების მსურველთა რიგი London Modest Fashion Week-ის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე გაჩნდა.

ყველა ახალი ამბავი
0