ყაზახეთის ელჩი: საქართველოში უსაფრთხოების ძალიან მაღალი დონეა

გამოწერა

ყაზახეთის ელჩმა ერმუხამეტ ერტისბაევმა „Sputnik–საქართველოსთან“ ინტერვიუში ქვეყანაში უშიშროების მაღალ დონეზე ისაუბრა და საკუთარი მოსაზრება გამოთქვა, თუ რა უნდა გაკეთდეს საქართველოში ტურიზმის გასავითარებლად.

საქართველოში ყაზახეთის დიპლომატიური მისიის ხელძღვანელმა ერმუხამეტ ერტისბაევმა საქართველოს სამართალდამცველი სამსახურების ეფექტურობა დადებითად შეაფასა და ტურიზმის განვითარების გეგმაზე ისაუბრა.

„აქ უშიშროების ძალიან მაღალი დონეა. მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ამას და ეს ხილულიცაა, ვინაიდან საქართველოს ყოველწლიურად შვიდი მილიონი ტურისტი სტუმრობს, რითიც ქვეყნის ბიუჯეტში მილიარდობით დოლარი შედის. რა თქმა უნდა, უფრო მეტი სასტუმროები და კემპინგები უნდა აშენდეს. თანაც არა ხუთვარსკვლავიანი, არამედ ორ-სამ-ვარსკვლავიანები, რათა ტურიზმმა განვითარება განაგრძოს", — განაცხადა ელჩმა „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.

ერმუხამეტ ერტისბაევმა იმედი გამოთქვა, რომ თბილისი–ბათუმის ავტობანის მშენებლობა მალე დასრულდება. ეს, მისი თქმით, დადებითად აისახება საქართველოში ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებაზე.

ყველა ახალი ამბავი
0