ცრემლსადენი გაზი და მბოლავი შაშხანები: საპროტესტო აქციების მეხუთე ღამე პარიზში

გამოწერა

პარიზსა და ქალაქიდან ჩრდილოეთით მდებარე რამდენიმე კომუნაში არეულობები უკვე მეხუთე დღეა გრძელდება. სამართალდამცველები ცდილობენ მომიტინგეები ცრემლსადენი გაზისა და მბოლავი შაშხანების საშუალებით დაშალონ.

პარიზსა და მის ჩრდილოეთით მდებარე კომუნებში არეულობის მეხუთე ღამის შემდეგ დაახლოებით 28 ადამიანი დააკავეს, რომლებიც პოლიციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას ატარებდნენ. ზოგიერთ დაკავებულს ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, იუწყება "რია ნოვოსტი".

მომიტინგეები ამტვრევდნენ მაღაზიების ვიტრინებს და გაჩერებულ ავტომობილებს, ცეცხლს უკიდებდნენ სანაგვე ურნებს. არეულობა იყო პარიზში და კომუნებში: ონე-სუ-ბუა, ლე-ბლან-მენილი, ტრამბლე-ან-ფრანსი და ვილპენტი, სენა-სენ-დენის დეპარტამენტი.

დეპარტამენტის მცხოვრებთა აღშფოთება გამოიწვია ონე-სუ-ბუაში გასულ კვირაში მომხდარმა ინციდენტმა. მაშინ პოლიციის თანამშრომლებმა ქუჩაში 22 წლის ახალგაზრდა გააჩერეს, რომელმაც თითქოს კოდური სიტყვა წამოიყვირა, რომელიც ნარკოტიკებით მოვაჭრეებს სამართალდამცველების მოახლოების შესახებ აფრთხილებდა. ამის შედეგად მათ შორის კამათი დაიწყო. პოლიციამ ახალგაზრდა ძალის გამოყენებით დააკავა. მოქალაქე ხელკეტებით სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ექიმისთვის მის ჩვენებაზე პოლიციის თანამშრომლები მხოლოდ განყოფილებაში მისვლის შემდეგ დაფიქრდნენ. ექიმებს ახალგაზრდასთვის ოპერაციის გაკეთება დასჭირდათ.

გასულ კვირას ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთ პოლიციელს ძალადობის მუხლით ბრალი წაუყენეს, მის კიდევ სამ კოლეგას – ჯგუფურად წინასწარგანზრახვით ძალადობის მუხლით.

ყველა ახალი ამბავი
0