პატარა მტაცებლები: ახალდაბადებული ბოკვრები აშშ-ის ერთ-ერთ ზოოპარკში

გამოწერა

აშშ-ში, ცინცინატის ზოოპარკში სამი მალაიური ვეფხვის ბოკვერი დაიბადა. ეს მოვლენა მნიშვნელოვანია, ვინაიდან მსოფლიოში დღეს 500-ზე ნაკლები მალაიური ვეფხვია დარჩენილი.

ახალდაბადებული ბოკვრები ჯერჯერობით ვეტერინარების მეთვალყურეობის ქვეშ არიან. მათ მშობელ ვეფხვ სინტიას ჯერ კიდევ არ გაღვიძებია დედობრივი ინსტინქტი და ის ხშირად ტოვებს პატარებს.

ზოოპარკის სტუმრებს ბოკვრების ნახვის საშუალება გაზაფხულის დასაწყისიდან ექნებათ.

ყველა ახალი ამბავი
0