შეყვარებული მგლები: დეტროიტის ზოოპარკში წმინდა ვალენტინის დღე აღნიშნეს

გამოწერა

შეყვარებულების დღეს, ადამიანების გარდა, ცხოველებიც აღნიშნავენ. დეტროიტის ზოოპარკის ბინადრების რამდნეიმე დღით ადრე გახარება გადაწყვიტეს მისმა დირექციამ და სტუმრებმა.

დეტროიტის ზოოპარკის ბინადრებს ძირითადად ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ. პოლარულ დათვებს, მგლებსა და ირმებს გულის ფორმის გაყინული დესერტები დაურიგეს.

გამორჩეული საჩუქრები მიიღეს პინგვინებმაც — სტუმრებმა მათთვის ქვები შეღებეს, ვინაიდან ეს ფრინველები დაწყვილების დროს ერთმანეთს ქვებს ჩუქნიან.

ყველა ახალი ამბავი
0