სვენტიცკი: რუსეთის უნივერსიტეტებში სწავლის დაწყება უფასოა

გამოწერა

ქართველი აბიტურიენტებისათვის რუსეთის უნივერსიტეტებში სწავლება უფასოა და თანხის სანაცვლოდ უნივერსიტეტში ჩარიცხვის შეთავაზებას მათ არ უნდა დაუჯერონ, ამის შესახებ ბრიფინგზე საქართველოს რუს თანამემამულეთა ორგანიზაციის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლაი სვენტიცკიმ ისაუბრა.

წელს საქართველოდან აბიტურიენტებისთვის 120 ადგილია გამოყოფილი რუსეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებში. ბევრი უმაღლესი სასწავლებელი, სვენტიცკის განცხადებით, სტუდენტებს საერთო საცხოვრებლებს სთავაზობს. ქართველი აბიტურიენტები ასევე უფასოდ იღებენ სასწავლო ვიზას.

რა არის საჭირო რუსეთის უნივერსიტეტებში უფასოდ სასწავლად - Sputnik საქართველო
რა არის საჭირო რუსეთის უნივერსიტეტებში უფასოდ სასწავლად

"რუსეთში სწავლა უფასოა. უმთავრესი, რაც უნდა ახსოვდეთ სწავლის გრანტის პრეტენდენტებს, თქვენ არ იხდით არაფერს. ყველა ხარჯს დაფარავს სახელმწიფო. და გახსოვდეთ, საკუთარი თავის გარდა ვერავინ დაგეხმარებათ. მატერიალური ჯილდოს სანაცვლოდ დახმარების შესახებ ინფორმაცია სიცრუეა. ამის გაკთებას კატეგორიულად არ გირჩევთ", — აღნიშნა ნიკოლაი სვენტიცკიმ.
ნიკოლაი სვენტიცკი - Sputnik საქართველო
რუსეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო სწავლება-მიღების პირობები

რუსეთში უფასო უმაღლესი განათლების მიღების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ „როსსოტრუდნიჩესტვოს“ (Россотрудничество — ფედერალური სააგენტო საზღვარგარეთ მცხოვრები დსთ-ის საქმეებსა და საერთაშორისო ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხებზე) ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

შემდეგ აუცილებელია პირადი მონაცემების ანკეტის შევსება, სასურველი ფაკულტეტის მითითება, ინფორმაცია მიღწევების შესახებ და რუსეთში უმაღლესი განათლების მიღების მოტივაცია. ამგვარად „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ვებ-გვერდზე აბიტურიენტის პერსონალური გვერდი იქმნება.

ამის შემდეგ აბიტურიენტს მიიწვევენ თბილისში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციაში, სადაც მის განაცხადს შესარჩევი კომისია განიხილავს. კომისიის შემადგენლობაში, რუსი დიპლომატების გარდა, იქნებიან საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ყველა ახალი ამბავი
0