საომარი ქმედებები სირიაში

გამოწერა

ერთი დღე-ღამის განმავლობაში სირიის არმიის კონტროლს დაექვემდებარა 26,2 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია. ჯამში 2017 წლის 1 იანვრიდან გათავისუფლებულია 1247,1 კვადრატული კილომეტრი.

სირიაში გათავისუფლებული დასახლებული პუნქტების რაოდენობა 1203-მდე გაიზარდა, ნათქვამია სირიაში შერიგების რუსული ცენტრის საინფორმაციო ბიულეტენში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი".

"დღე-ღამის განმავლობაში ხელი მოეწერა საომარი მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებას ხუთ დასახლებულ პუნქტში: ბაჰარია, დეირ-სელმანი, მარჯ სულთანი დამასკში, ბეჰდარმო-ელ-ფოკა ლათაკიაში და შოკათლია ჰომსში. შერიგების პროცესში ჩართული დასახლებული პუნქტების რაოდენობა 1203-მდე გაიზარდა", — ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

ოპოზიციის შეიარაღებულ არმიასთან მოლაპარაკებები გაგრძელდა საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ ალეპოში, დამასკში, ჰამში, ჰომსში და ელ-კუნეიტრში. როგორც შერიგების ცენტრში აღნიშნეს, იმ შეიარაღებული ფორმირებების რაოდენობა, რომლებმაც 2016 წლის 27 თებერვლიდან შერიგების შესახებ დადებული შეთანხმების თანახმად საომარი მოქმედებების შეწყვეტის პირობების შესრულების სურვილი გამოთქვეს, არ შეცვლილა და კვლავ 109 არის.

ამასთან ერთად დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საომარი მოქმედებების შეწყვეტის რეჟიმში ჩართული ფორმირებების რაოდენობა იგივე რჩება და შეადგენს 64-ს. ბიულეტენში ასევე აღნიშნულია, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ფორმირებებისგან გათავისუფლებული დასახლებული პუნქტების რაოდენობა 1 იანვრიდან 35-მდე გაიზარდა.

ყველა ახალი ამბავი
0