აშშ-ში აპროტესტებენ ტრამპის ბრძანებულებას ტერორიზმისგან თავდაცვის შესახებ

გამოწერა

დაახლოებით 3 ათასმა ამერიკელმა გამართა საპროტესტო აქცია შაბათს, საღამოს ფლორიდის შტატში, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩაფრინდა. დემონსტრაციები და მიტინგები სახელმწიფოს სხვა ქალაქებშიც ჩატარდა ტრამპის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულების წინააღმდეგ, რაც აშშ-ის ტერორიზმისგან თავდაცვას ითვალისწინებს.

ქალაქ უესტ-პალმ-ბიჩში (ფლორიდა) მომიტინგეები შეიკრიბნენ Trum Plaza-სთან — ორ 30-სართულიან ტყუპ შენობასთან, რომლებიც ტრამპის კომპანიამ ააშენა. აქციის მონაწილეებმა რამდენიმე კილომეტრის მანძილზე მსვლელობაც გამართეს. დემონსტრაციები ასევე გაიმართა ვაშინგტონში, დენვერსა და სან-ფრანცისკოში, სადაც მონაწილეობას ასობით მომიტინგე იღებდა.

მანამდე თეთრი სახლი იუწყებოდა, რომ ტრამპმა პირველად ორი კვირის განმავლობაში ინაუგურაციის შემდეგ ვაშინგტონი რამდენიმე საათზე მეტხანს დატოვა და ფლორიდაში გაემგზავრა.

აქციების გამართვის მიზეზი ტრამპის მიერ აშშ-ის ტერორიზმისგან დაცვის შესახებ გამოცემული ბრძანებულება იყო, რომელიც სახელმწიფოს ტერიტორიაზე რადიკალური ისლამისტების შესვლას კრძალავს. დოკუმენტი წყვეტს ლტოლვილების მიღებას სირიიდან — გაურკვეველი ვადით, სხვა ქვეყნებიდან — 120 დღით. ასევე 90 დღის განმავლობაში შესვლა ეკრძალებათ იმ ქვეყნებიდანაც, რომლებიც "განსაკუთრებულ ეჭვს" იწვევს. მასმედიის მონაცემებით, საუბარია სირიაზე, ირანზე, ერაყზე, ლიბიაზე, სომალიზე, სუდანსა და იემენზე.

ტრამპის ბრძანებულებამ სხვადასხვა რეაქციები გამოიწვია არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მსოფლიო საზოგადოებაშიც. აშშ-ის სენატის წევრები დემოკრატიული პარტიიდან გეგმავენ განიხილონ კანონპროექტი, რომელიც მათ დოკუმენტის მოქმედების შეწყვეტის საშუალებას მისცემს. აშშ-ის 15 შტატის გენპროკურორებმა ტრამპის ამ გადაწყვეტილებას "უკანონო" უწოდეს. პარასკევს სიეტლის ფედერალურმა მოსამართლემ აშშ-ის ადმინისტრაციას მითითება მისცა – პრეზიდენტის ბრძანებულება მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულოს. აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ შაბათს სიეტლის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ყველა ახალი ამბავი
0