რა იციან ერევნის მცხოვრებლებმა საქართველოს შესახებ

გამოწერა

ერევნის მოსახლეობას საქართველო მიაჩნია შესანიშნავ ქვეყანად კარგი კლიმატით, გეოგრაფიული მდებარეობითა და გემრიელი სამზარეულოთი.

„Sputnik–სომხეთის“ მიერ გამოკითხულ ყოველ ერევნელს ერთხელ მაინც გაუსინჯავს მადისაღმძვრელი ქართული ხინკალი და სხვადასხვანაირი ხაჭაპური.

ზოგიერთ მათგანს საქართველოში მცირე ბიზნესიც აქვს, ამიტომ ისინი ხშირად სტუმრობენ მეზობელ ქვეყანას. ზოგიერთიც აჭარის კურორტებს ანიჭებს უპირატესობას — ბათუმს, ურეკს, ქობულეთს. გამოკითხულთა უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ქართველები და სომხები ერთმანეთს ჰგვანან.

ყველა ახალი ამბავი
0