იტალიაში ზვავის ქვეშ მოყოლილი სასტუმროს ადგილზე მაშველების მუშაობის კადრები

გამოწერა

ცენტრალურ იტალიაში, აბრუცოს ოლქში სასტუმრო ზვავმა დაფარა, რომელიც, სავარაუდოდ, მიწისძვრამ გამოიწვია. იმ დროისათვის შენობაში, შესაძლოა, ოცზე მეტი ადამიანი ყოფილიყო.

სათხილამურო კურორტის ტერიტორიაზე არსებული სასტუმროს შენობაზე ზვავის ჩამოწოლის შესახებ ორმა სტუმარმა გაავრცელა ინფორმაცია. მათი გადარჩენა მოხერხდა.

"გადარჩენილია ორი ადამიანი, ზუსტად მათ გადასცეს დახმარების თხოვნის სიგნალი. არიან დაშავებულები, მაგრამ ჯერ კიდევ უცნობია, რამდენი ადამიანი დაიკარგა უგზო-უკვლოდ ან დაიღუპა", — განაცხადა პესკარას პროვინციის ხელმძღვანელმა ანტონიო დი მარკომ.

როგორც სააგენტო Ruptly ადგილობრივ მცხოვრებლებზე დაყრდნობით იუწყება, ზვავის ჩამოწოლისას ჩამოინგრა სასტუმროს სახურავი, სადაც, სავარაუდოდ, ოცი ტურისტი და სასტუმროს შვიდი თანამშრომელი იმყოფებოდა.

წინა დღეს ლაციოში, აბრუცოში და მარკეში 5,1-5,4 მაგნიტუდის მქონე მიწისქვეშა ბიძგები ოთხჯერ დაფიქსირდა. მიწისძვრა იგრძნობოდა რომის ისტორიულ ნაწილშიც – მიწისძვრის ეპიცენტრიდან ას კილომეტრზე მეტი მანძილის დაშორებით. სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციას ცივი ამინდი და ძლიერი თოვა ართულებს.

ყველა ახალი ამბავი
0