"ობამა, ჯოჯოხეთში დაიწვი": მოსკოვში ამერიკის საელჩოსთან აქცია გაიმართა

გამოწერა

ჯგუფ "ფედერალების" აქტივისტებმა მოსკოვში აშშ-ის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართეს ბარაკ ობამას პოლიტიკის საწინააღმდეგოდ. აქცია აშშ-ის მოქმედი ლიდერის ძალაუფლების დასრულებას მიეძღვნა.

მოსკოვში აშშ-ის საელჩოს შენობასთან საპროტესტო აქციის მსვლელობისას არტ-ჯგუფი "ფედერალების" აქტივისტებმა მიიტანეს პლაკატი ამერიკის ლიდერისადმი მიმართვით: "ობამა, ჯოჯოხეთში დაიწვი". მათ ასევე დაანთეს ფაიერები და ბანერზე დაწერილ ლოზუნგს ყვიროდნენ.

ღონისძიების მონაწილეებს ამ გზით სურდათ გამოეხატათ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ გატარებული პოლიტიკისადმი საკუთარი დამოკიდებულება. 

აქციაში მონაწილეობა დაახლოებით ათმა ადამიანმა მიიღო. ღონისძიება მშვიდობიანად ჩატარდა, არც ერთი მონაწილე არ დაუკავებიათ.

20 იანვარს ბარაკ ობამა თეთრს სახლს დატოვებს და ოვალურ კაბინეტში ადგილს აშშ-ის რიგით 45-ე პრეზიდენტს დონალდ ტრამპს დაუთმობს.

ყველა ახალი ამბავი
0