ვენაში საბჭოელი მებრძოლების მემორიალი შეურაცხყვეს

გამოწერა

ვენის ცენტრში, შვარცენბერგპლატცის მოედანზე საბჭოელი გამათავისუფლებელი ჯარისკაცების ძეგლის ფასადს უცნობებმა მუქი წითელი ფერის საღებავი დაასხეს. იხილეთ ვიდეო შემთხვევის ადგილიდან.

ვანდალებმა საღებავი დაასხეს ძეგლის ბრინჯაოს ფასადს, რომელზეც ამოტვიფრული იყო სტალინის ბრძანება ვენის აღებასთან დაკავშირებით 1945 წლის 13 აპრილს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი".

16 იანვარს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით რუსულმა მხარემ ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნა პროტესტის წერილი ზიანის აღმოფხვრისა და დამნაშავეთა პოვნის მოთხოვნით.

საბჭოელი მებრძოლი გამათავისუფლებლების ძეგლს პირველად არ შეურაცხყოფენ. ადრე ძეგლის ფასადი შავი საღებავით შეღებეს.

მონუმენტი წარმოადგენს რუსი ჯარისკაცის სრულ ფიგურას. მეომარს ხელთ უპყრია სსრკ-ის გერბის ფორმის ოქროს ფარი, ქვემოთ კი კოლონადა აქვს, რომელზეც რუსულ ენაზე წერია: "სამუდამო დიდება წითელი არმიის გმირებს, რომლებიც გერმანელ-ფაშისტ დამპყრობლებთან ევროპელი ხალხის თავისუფლებისათვის და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაიღუპნენ".

1955 წელს საბჭოთა არმიის ავსტრიიდან გაყვანის შემდეგ ქვეყნის მთავრობამ პასუხისმგებლობა აიღო ძეგლის უსაფრთხოებაზე, რაც ავსტრიის ნეიტრალიტეტის სახელმწიფო შეთანხმებაში დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0