12:56 25 ივნისი 2017
პირდაპირი ეთერი
ვიდეო

მუსიკალური ინსტრუმენტების უჩვეულო მუზეუმი თბილისში

მოკლე ბმულის მიღება
62 0 0
(4:10 / 25.92Mb / просмотров видео: 299)
© Sputnik / Denis Aslanov

თბილისის მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმში თავმოყრილია უნიკალური ექსპონატები საქართველოდან და ევროპის ქვეყნებიდან. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ვიდეორეპორტაჟი მუზეუმიდან.

ძველი თბილისის შუაგულში, ცნობილ გოგირდის აბანოებთან და ნარიყალას ციხე-სიმაგრესთან, ერთ-ერთ პატარა ქუჩაზე მდებარეობს მუსიკალური ინსტრუმენტებისა და ფოლკლორის უჩვეულო მუზეუმი — სიძველეების მოყვარულთათვის ნამდვილი მიგნება.

ეროვნული სიმღერებისა და ინსტრუმენტების სახელმწიფო მუზეუმი 1975 წელს პირადი კოლექციის ბაზაზე დაფუძნდა, რომელიც კოლექციონერ არკადი რევაზიშვილს ეკუთვნოდა.

"არკადი რევაზიშვილს არ ჰქონია პირდაპირი კავშირი მუსიკასთან. პროფესიით ის დათვების ცნობილი მწვრთნელი იყო და მისი ცხოველები ყოფილი სსრკ-ის ბევრ ქალაქში მონაწილეობდნენ საცირკო გამოსვლებში. საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მოგზაურობისას მას ჰქონდა შესანიშნავი შესაძლებლობა შეეგროვებინა და საქართველოში წამოეღო მუსიკალური ინსტრუმენტები და შეევსო საკუთარი კოლექცია", — განაცხადა „Spuntnik–საქართველოსთან“ საუბრისას მუზეუმის უფროსმა მეცნიერ-მუშაკმა ქეთევან ბაიაშვილმა.

არკადი რევაზიშვილის გარდაცვალების შემდეგ, ანდერძის მიხედვით, მისი უნიკალური კოლექცია მთავრობას გადაეცა. სწორედ ამიტომ მისი სახელი ქართული კულტურის ისტორიაში ჩაიწერა.

ქართული ეროვნული მუსიკალური ინსტრუმენტების კოლექციაში მოიპოვება XX საუკუნის დასაწყისისა და ХIX საუკუნის ექსპონატები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებშია მოძიებული. მუზეუმის სიამაყეა მექანიკური მუსიკალური ინსტრუმენტები — მუსიკალური ზარდახშები — სიმფონიონები, რომლებიც XVIII-XIX საუკუნეებში სარგებლობდა პოპულარობით.

თემაზე

დიმიტრი პევცოვი: საქართველო ჩემთვის ზღაპარია
საქართველოს და ისრაელის პრეზიდენტებმა იერუსალიმში მომხდარი ტერაქტი დაგმეს
ბერლინსა და ლონდონში ჩატარდა ფლეშმობი "დღე შარვლის გარეშე"
აშშ-ში Ту-154-ის კატასტროფის შედეგად დაღუპულებს ჰიმნის შესრულებით მიაგეს პატივი

მეტი ვიდეო

მთავარი თემები