დიმიტრი პევცოვი: საქართველო ჩემთვის ზღაპარია

გამოწერა

თეატრისა და კინოს რუსი მსახიობი დიმიტრი პევცოვი თბილისში ჩამოვიდა, სადაც გრიბოედოვის სახელობის თეატრში გამართულ ხელოვანთა შეხვედრა-კონცერტში მიიღებს მონაწილეობას. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ დახვდნენ რუს მსახიობს საქართველოში.

თეატრისა და კინოს პოპულარული მსახიობმა დიმიტრი პევცოვმა, რომელიც თბილისში კონცერტში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა, ქართულ მიწაზე პირველივე ნაბიჯების შემდეგ "Sputnik-საქართველოს" განუცხადა, რომ თავს ისე გრძნობს, როგორც ზღაპარში.

"ისეთი ემოციები მაქვს, თითქოს ზღაპარში ვარ. გუშინ ვიყავი იქ, სადაც —47 გრადუსი იყო. ეს არხანგელსკ-ვოლოგოდსის ჩრდილოეთ ოლქები იყო. აქ კი +13 გრადუსია. და ასრულდა დედაჩემის ოცნება. მე ოჯახთან ერთად აქ ვარ. ეს ბედნიერებაა, საოცრება და ზღაპარია. იმიტომ რომ ოჯახის წევრების ერთად შეკრება შეუძლებელია, მით უმეტეს, თბილისში. ეს უბრალოდ რაღაც სიზმარია, სხვა ემოციები არ მაქვს", — განაცხადა პევცოვმა.

პევცოვის ხელოვანთა შეხვედრა-კონცერტი სახელწოდებით "უკან, თბილისში. 30 წლის შემდეგ" 12 იანვარს თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის დარბაზის სცენაზე გაიმართება. ღონისძიება დაგეგმილია საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი "რუსკი კლუბის" მიერ.

"ძალიან მიხარია, რომ ასეთი მასშტაბის მსახიობი ჩამოვიდა თბიულისში, საკუთარ ისტორიულ სამშობლოში, სადაც მისი ფესვებია. და მე ვფიქრობ, რომ 12 იანვარს ჩვენ გველის შესანიშნავი შოუ, არაჩვეულებრივი კონცერტი, რომელშიც დიმიტრი პევცოვის გარდა ქართული ესტრადის ვარსკვლავებიც მიიღებენ მონაწილეობას. ეს იქნება გამაერთიანებელი კონცერტი — ჩვენი ქალაქის სიყვარულისადმი მიძღვნილი კონცერტი", — განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას საქართველოში რუსი თანამემამულეების ორგანიზაციის საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელმა, "რუსკი კლუბის" პრეზიდენტმა და გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრის დირექტორმა ნიკოლაი სვენტიცკიმ.

დიმიტრი პევცოვმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ თბილისელ მაყურებელთან თბილი და გულწრფელი შეხვედრის იმედი აქვს.

ყველა ახალი ამბავი
0