აშშ-ში Ту-154-ის კატასტროფის შედეგად დაღუპულებს ჰიმნის შესრულებით მიაგეს პატივი

გამოწერა

ნიუ-იორკში შილერის ინსტიტუტის მომღერალთა გუნდის წევრებმა, ქალაქის პოლიციისა და სახანძრო დეპარტამენტების მუსიკოსების მხარდაჭერით რუსული ჰიმნი შეასრულეს Ту-154-ის კატასტროფის შედეგად დაღუპულებისთვის პატივის მისაგებად.

მომღერლებმა შეასრულეს რუსეთისა და აშშ-ის ჰიმნები. სიმღერის შესრულებისას მებაირაღეებს ქვეყნების დროშები ეჭირათ.

"მიუხედავად იმისა, ამერიკელები ვართ ჩვენ თუ რუსები, ჩვენ ყველა ერთნაირად ვგრძნობთ დანაკარს და ნამდვილად ვუსურვებთ ერთმანეთს მშვიდობასა და კეთილდღეობას", — განაცხადა ნიუ-იორკის სახანძრო ქვედანაყოფის წარმომადგენელმა.

25 დეკემბერს, დილით მოსკოვიდან სირიის მიმართულებით აფრინდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს Ту-154, რომელიც შავ ზღვაში ჩამოვარდა სოჭში საწვავის მარაგის შევსების შემდეგ. თვითმფრინავში იმყოფებოდა 92 ადამიანი, მათ შორის ალექსანდროვის სახელობის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის 64 მსახიობი, "პირველი არხის", НТВ-ს და ტელეარხ "ზვეზდას" 9 ჟურნალისტი, ასევე საქველმოქმედო ფონდ "სამართლიანი დახმარების" ხელმძღვანელი ელიზავეტა გლინკა, რომელიც ცნობილია როგორც დოქტორი ლიზა.

ყველა ახალი ამბავი
0