თბილისში "ალილოს" მსვლელობაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა

გამოწერა

"ალილოს" მონაწილეებმა თბილისის ცენტრიდან, ვარდების მოედნიდან წმინდა სამების ტაძრამდე გამართეს მსვლელობა. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ ჩაიარა ტრადიციულმა საშობაო საქველმოქმედო მსვლელობამ.

ბოლო წლებში დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, მსვლელობა 14:00 საათზე ვარდების მოედნიდან დაიწყო და რუსთაველის გამზირის, საქართველოს საპატრიარქოს და პრეზიდენტის სასახლის გავლით წმინა სამების საკათედრო ტაძრის ტეროიტორიაზე დასრულდა.

მრავალათასიანი მსვლელობის მთავარი მონაწილეები არიან "მახარობლები" — ბავშვები, რომლებსაც აცვიათ თეთრი სამოსი წითელი ჯვრით. ისინი ქრისტეს შობის შესახებ მღერიან.

მსვლელობაში ასევე მონაწილეობენ სასულიერო პირები, რომლებიც მიასვენებენ ქრისტეს შობის ხატს, ჯვრებს და დროშებს.

თეატრალიზირებული მსვლელობის მონაწილეთა შორის არიან ანგელოზები და მწყემსები, რომლებიც ქრისტეს შობას იუწყებიან. ეს ბიბლიური პერსონაჟები "ალილოს" ერთ-ერთი მთავარი მონაწილეები არიან. პროცესიას მოგვების ქარავანი ასრულებს. დღესასწაული ხმაურიანი და სანახაობრივია.

ყველა ახალი ამბავი
0