იზმირში სასამართლოს შენობასთან მომხდარი აფეთქების კადრები

გამოწერა

თურქეთის ქალაქ იზმირში, სასამართლოს შენობასთან აფეთქება მოხდა, რომლის შედეგადაც დაიღუპა ორი ადამიანი და დაშავდა ათი. იხილეთ კადრები შემთხვევის ადგილიდან.

ორი ადამიანი დაიღუპა თურქეთის დასავლეთში მდებარე ქალაქ იზმირში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად, იუწყება სააგენტო Anadolu.

ინფორმაცია გავრცელდა ქალაქ იზმირში, სასამართლოს შენობასთან ავტომობილის აფეთქებისა და ორმხრივი სროლის შესახებ. სააგენტოს მონაცემებით, აფეთქებას ემსხვერპლნენ პოლიციის და სასამართლოს თანამშრომლები.

სასამართლოს შენობასთან აფეთქების შემდეგ ორმა თავდამსხმელმა ცეცხლი გაუხსნა პოლიციას, პოლიციამ მათი ლიკვიდაცია მოახერხა. ადგილობრივმა მთავრობამ დაადგინა, რომ აფეთქდა დანაღმული ავტომობილი.

ყველა ახალი ამბავი
0