დეკორატიული ნაძვის ხის დამზადება ნიჟარებითა და ვარსკვლავებით

გამოწერა

დიზაინერმა ქეთი ჯანხოთელმა Sputnik სქართველოს დეკორატიული საახალწლო ფიფქის დამზადების გაკვეთილი ჩაუტარა. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ შეიძლება ორიგინალური საახალწლო მოსართავების საკუთარი ხელით გაკეთება.

თუ გსურთ საკუთარი ხელით მორთოთ სახლი საახალწლოდ, ეს ვიდეოგაკვეთილი თქვენთვისაა. დიზაინერმა ქეთი ჯანხოთელმა გვიამბო, თუ როგორ შევქმნათ ორიგინალური ნაძვის ხე ნიჟარებითა და ვარსკვლავებით.

"ორიგინალური საახალწლო მოსართავების საკუთარი ხელით მოსამზადებლად ჩვენ დაგვჭირდება მუყაოს კონუსი, სხვადასხვა ზომის ხის ჯოხები და, რა თქმა უნდა, ზღვის ნიჟარები და ვარსკვლავები. ასევე გამოგვადგება ჩალის ბოჭკოვანი საწური."

ცოტა შრომა და მოთმინება — და თქვენ შეძლებთ საკუთარი ხელით გაკეთებული საახალწლო სუვენირით სარგებლობას. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!

ყველა ახალი ამბავი
0