თბილისში Ту-154-ის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთათვის პატივის მისაგებად აქცია გაიმართა

გამოწერა

ქართული საზოგადოების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს სოჭში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ ჩატარდა სამგლოვიარო აქცია.

ქართული საზოგადოების ათობით წარმომადგენელი, მათ შორის – მსახიობები, მუსიკოსები და ჟურნალისტები მივიდნენ რუსეთის ინტერესთა სექციაში გუშინ ღამით. შენობის შესასვლელთან მათ ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს სოჭში Ту-154-ის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ხსნოვინის პატივის მისაგებად.

"დიდი ტრაგედია მოხდა. მთელ რუს ხალხს ვუსამძიმრებ. მინდა აღვნიშნო, რომ ანსამბლ „სუხიშვილებში“ მუშაობის დროს ხშირად ვიღებდით მონაწილეობას ბევრ ღონისძიებაში, გალა–კონცერტებში. კარგად ვიცნობდი იმ თაობას. სახელგანთქმული კოლექტივი იყო და ყველა ჩვენგანისვთის ეს დიდი ტრაგედიაა", — განაცხადა სამგლოვიარო აქციის მონაწილემ, საქართველოს დამსახურებულმა არტისტმა ჯუმბერ ბერიძემ.

თვითმფრინავში 92 ადამიანი იმყოფებოდა — ეკიპაჟის 8 წევრი და 84 მგზავრი, მათ შორის იყვნენ ალექსანდროვის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის 64 მსახიობი, ჟურნალისტთა ცხრაკაციანი ჯგუფი და საქველმოქმედო ფონდ "სამართლიანი დახმარების" ხელმძღვანელი ელიზაბეტ გლინკა, რომელიც ცნობილია როგორც დოქტორი ლიზა.

"ეს ადამიანები ყველაზე მშვიდობიანი პროფესიების წარმომადგენლები არიან – მსახიობები, ექიმები, ჟურნალისტები. ეს ადამიანები მოწოდებული არიან, სიკეთე თესონ. ეს, რა თქმა უნდა, საშინელი ტრაგედიაა. ამიტომ საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციის კედლებთან ახლა გრიბოედოვის სახელობის თეატრის ამდენი ახალგაზრდა მსახიობია. აქ მოვედით, რომ პატივი მივაგოთ ჩვენს კოლეგებს, მივუსამძიმროთ დაღუპულთა ნათესავებსა და ახლობლებს და ვაჩვენოთ, რომ ამ საშინელ დღეს მათ გვერდით ვდგავართ", — განაცხადა საქართველოში რუსი თანამემამულეების ორგანიზაციის საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელმა, გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრის დირექტორმა ნიკოლოზ სვენტიცკიმ.

ამ დროისათვის შავ ზღვაში სოჭის სანაპიროსთან Ту-154-ის ჩამოვარდნის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0