ბოევიკების მიერ კონტროლირებადი იდლიბიდან დევნილები ლატაკიაში გაიქცნენ

გამოწერა

რამდენიმე ასეული მშვიდობიანი მოსახლე ჩავიდა ლატაკიაში ბოევიკების მიერ კონტროლირებადი იდლიბიდან. მოქალაქეების ევაკუაცია შერიგების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ტარდება.

სირიის სამთავრობო არმიამ იდლიბის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ორი სოფლიდან მოახდინა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია. მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეების ევაკუაცია შერიგების შესახებ შეთანხმების ფარგლებში მიმდინარეობდა, ავტობუსებს ბოევიკების მხრიდან ცეცხლის გახსნის გამო 10 საათით დააგვიანდათ.

"მიუხედავად ყველაფრისა, რაც გადავიტანეთ: შიმშილი, სიცივე, დაბომბვა, ჩვენ ჯერ კიდევ ვუწევთ წინააღმდეგობას. <…> ჩვენ უკან სამხედრო ტანკებით დავბრუნდებით", — ემოციები გაუზიარა ჟურნალისტებს იდლიბის ევაკუირებულმა მოსახლემ.

ალეპოს აღმოსავლეთი ნაწილიდან დარჩენილი ბოევიკების გასვლის მთავარი პირობა იყო იდლიბის პროვინციის ორი დასახლებიდან, ფუადან და კეფრაიადან 1,2 ათასი მოსახლის ევაკუაცია. ქალაქები ფუა და კეფრაია უკვე სამ წელზე მეტია ბოევიკების ალყაშია, იქ ჯერ კიდევ 20 ათასამდე ადამიანია დარჩენილი.

ყველა ახალი ამბავი
0