ასობით ფოიერვერკი ცაში: პიროტექნიკის აფეთქება მექსიკის ბაზრობაზე

გამოწერა

მექსიკის ქალაქ ტულტეპეკში, სან-პაბლიტოს პიროტექნიკის ბაზრობაზე ძლიერი აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა არანაკლებ 29 ადამიანი, ხოლო 72 დაშავდა.

შემთხვევის დროს ბაზრობაზე დაახლოებით 2 ათასი ადამიანი იმყოფებოდა, ისინი კათოლიკური შობისთვის პიროტექნიკის შეძენას აპირებდნენ.

მექსიკის პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნიეტომ სამძიმარი გამოხატა პიროტექნიკის ბაზრობაზე აფეთქების გამო დაღუპული ადამიანების მიმართ.

"ვუთანაგრძნობ შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს, დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", — წერს პენია ნიეტო Twitter-ის საკუთარ მიკრობლოგში.

სან-პაბლიტოს ბაზრობა, სადაც აფეთქება მოხდა, ასეთი სპეციალიზაციის მქონე ყველაზე დიდი ბაზრობაა, რომელშიც 300-ზე მეტი მაღაზიაა. აფეთქებამ 290 მაღაზია გაანადგურა.

ყველა ახალი ამბავი
0