ბერლინში სტენინის ფოტოკონკურსში გამარჯვებულთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

გამოწერა

ბერლინში არსებული რუსული კულტურისა და მეცნიერების სახლში  ანდრეი სტენინის სახელობის  ფოტოკონკურსში გამარჯვებულთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.  იხილეთ Sputnik-ის ვიდეო.

ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული ახალგაზრდა ჟურნალისტების საუკეთესო ნამუშევრები ბერლინში რუსული კულტურისა და მეცნიერების სახლში გამოიფინა. გამოფენის დათვალიერება ნებისმიერ მსურველს 2017 წლის იანვრის შუა რიცხვებამდე შეუძლია. შესვლა უფასოა.

გამოფენის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ ვიზუალური პროექტების სამსახურის უფროსმა ოქსანა ოლეინიკმა აღნიშნა: „კონკურსში გამარჯვებული ფოტონამუშევრებისთვის ბერლინში მოგზაურობა საერთაშორისო ტურნეს ფარგლებში რიგით მეათეა, რამაც რუსულ და საერთაშორისო ფოტოსაზოგადოებებს შორის მისი პოპულარობა დაამტკიცა. წელს ჩვენ, ხარისხისა და მონაწილეების შემადგენლობის თვალსაზრისით, რეკორდულ შედეგს მივაღწიეთ — 5 კონტინენტის 71 ქვეყნიდან 6 000 ნამუშევარი“.  

ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსი მიზნად ისახავს ახალგაზრდა ფოტოგრაფების მხარდაჭერასა და თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკის ამოცანებისადმი საზოგადოების ყურადღების მიქცევას. კონკურსი რუსეთში ერთადერთი ადგილია, სადაც ფოტოგრაფთა საერთაშორისო საზოგადოება ფოტოჟურნალისტიკის სფეროში ახალ სახელებს პოულობს, მხარს უჭერს და ავითარებს მაღალ სტანდარტებს, აყალიბებს დოკუმენტური ფოტოგრაფიის ხარისხის კრიტერიუმებს რუსეთსა და მსოფლიოში. 2016 წელს კონკურსი ახალგაზრდა ფოტოგრაფების უდიდესი ფოტობატალიების ტერიტორია გახდა. მასზე წარმოდგენილი იყო 71 ქვეყნის დაახლოებით 6000 ნამუშევარი.

ყველა ახალი ამბავი
0