თბილისში ქანდაკება ფულს „შოულობს“

გამოწერა

თბილისის ქუჩებში რემბრანდტის ცოცხალი ქანდაკება გამოჩნდა — გამვლელები სიამოვნებით იღებდნენ ფოტოს მასთან და შემოწირულობასაც არ იშურებდნენ.  ნახეთ Sputnik-ის ვიდეო, თუ როგორი აჟიოტაჟი გამოიწვია მსახიობი-მიმის გამოსვლამ თბილისელებში.

თბილისში ჰოლანდიელი მხატვრის რემბრანდტის ცოცხალი ქანდაკება გამოჩნდა. ჰოლანდიური ფერწერული სკოლის ოქროს საუკუნის უდიდესი წარმომადგენლის ნიღბის მიღმა პანტომიმისა და ქორეოგრაფიის ოსტატი სევასტოპოლიდან, 67 წლის მსახიობი იგორ არონჩიკი აღმოჩნდა.

წარმოდგენის დროს მსახიობი კვარცხლბეკზე, მუსიკის ფონზე, ძალზე მდორედ და თითქმის შეუმჩნევლად მოძრაობდა.

გამოსვლის შემდეგ იგორ არონჩიკმაSputnik-ს უამბო, რომ ასეთი წარმოდგენებით მაყურებლის წინაშე ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოდის და ასე მოგზაურობს.

არონჩიკის გამოსვლით თბილისში მრავალი ადამიანი დაინტერესდა, რომლებიც არა მარტო ფოტოს იღებდნენ უჩვეულო „ქანდაკების“ ფონზე, არამედ მსახიობს თანხითაც ეხმარებოდნენ და ფულს იქვე, კვარცხლბეკთან სპეციალურ ლარნაკში ყრიდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0