ქართული საგუნდო სიმღერები რუსეთში - ფესტივალი "განმანათლებელი"

გამოწერა

სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდმა ფესტივალის პირველ დღეს ქართული საეკლესიო საგალობლები შეასრულა. ქართველი შემსრულებლები ჩოხებში იყვნენ გამოწყობილი.

მართლმადიდებლური სიმღერის მეორე საერთაშორისო ფესტივალი განმანათლებელი . - Sputnik საქართველო
მართლმადიდებლური სიმღერის მეორე საერთაშორისო ფესტივალი "განმანათლებელი"

მართლმადიდებლური სიმღერის მეორე საერთაშორისო ფესტივალი „განმანათლებელი“ ივლისის ბოლოს ვალაამის ტაძრის (რუსეთი, კარელია) ტერიტორიაზე გაიმართა. ვალაამში მეორე წელია სასულიერო გუნდები იკრიბებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რათა ფესტივალის სტუმრებს საკუთარი ხალხების კულტურა წარუდგინონ.

2016 წლის ფესტივალის მონაწილეთა შორის იყვნენ საქართველოს, სომხეთის, ბულგარეთის, საბერძნეთის, ლიბანის, რუსეთისა და რუმინეთის კოლექტივები.

ფესტივალის უნიკალური პროგრამა მუსიკალურ და პოეტურ ჭრილში მართლმადიდებლური დღესასწაულების შესახებ მოგითხრობთ.

ყველა ახალი ამბავი
0