23:36 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ვიდეო

Tilde-ი სპექტაკლებს სხვადასხვა ენაზე ითამაშებს

მოკლე ბმულის მიღება
1201
© Sputnik. Levan Avlabreli

Tilde-ის ექსპერიმენტული თეატრი ტურისტების მოზიდვას უცხო ენაზე დადგმული სპექტაკლებით გეგმავს. ამის შესახებ თეატრის წარმომადგენლებმა თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

თბილისის ექსპერიმენტული თეატრი Tilde 2014 წელს კიეველმა ოქსანა ჩადაევამ დააარსა. თეატრმა არსებობის ორი წლის განმავლობაში ქართველი მაყურებლის აღიარება და სიყვარული დაიმსახურა.

თეატრის რეპერტუარში უკვე შვიდი სპექტაკლია. ამჟამად თეატრის ხელმძღვანელობა მიზნად ისახავს, თეატრი პოპულარული გახადოს არა მარტო საქართველოს მოსახლეობის, არამედ უცხოელი სტუმრებისთვისაც.

„ამ ეტაპზე ჩვენი ამოცანაა თეატრის პოპულარობის გაზრდა და საზოგადოების ახალი სეგმენტის მოზიდვა. ეს ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. ჩვენ მხოლოდ რუსულენოვან აუდიტორიაზე გათვლა არ გვაქვს. დაგეგმილი გვაქვს სპექტაკლების როგორც ქართულ, ისე სხვა ენებზე დადგმა. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს უკრაინული ან ინგლისური ენა ევროპელი სტუმრებისა და ტურისტებისთვის“, — განაცხადა თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ბულბულ ალიევამ. 

თეატრი Tilde — მრავალენოვანი ექსპერიმენტული თეატრია, თეატრის დასი ძირითადად ქალებისგან შედგება.

თემაზე

LIVE: მართლმადიდებლური სიმღერის II საერთაშორისო ფესტივალი „განმანათლებელი“. დღე მეორე
„ფელიჩიტა“ და პაწაწა ბიჭის განცდები
თბილისში ახალი ტურისტული ცენტრი იქმნება
LIVE: მართლმადიდებლური სიმღერის II საერთაშორისო ფესტივალი „განმანათლებელი“

მეტი ვიდეო

მთავარი თემები