ბატონ-რუჟის ქუჩის კადრები, სადაც მამაკაცმა სამი პოლიციელი მოკლა

გამოწერა

ლუიზიანას შტატში (აშშ) მამაკაცმა პოლიციელების მისამართით ცეცხლი გახსნა. თავდასხმის შედეგად სამი პოლიციელი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. გთავაზობთ მომხდარი ფაქტის ამსახველ ვიდეოკადრებს.

ბოროტმოქმედი, რომელმაც პოლიციელებს ესროლა, ლიკვიდირებულია, თავდამსხმელი მისურის შტატის მცხოვრები 29 წლის შავკანიანი გეივინ ლონგი იყო.

ამერიკელი პოლიციელი დალასში არეულობის დროს - Sputnik საქართველო
CNN: ლუიზიანაში სროლებისას სამი პოლიციელი მოკლეს

როგორც სააგენტო „როიტერი“ იუწყება, ის ქვეყნის საზღვაო ქვეით ბატალიონში მსახურობდა.

პოლიცია განიხილავს ვერსიას იმის თაობაზე, რომ ბოროტმოქმედი ქალაქ ბატონ-რუჟში სპეციალურად დაუკავშირდა სამაშველო სამსახურს, რათა პოლიციელები მახეში გაება.

შეიარაღებული მამაკაცის შესახებ პირველი ინფორმაცია ადგილობრივი დროით 08:40 სთ-ზე შევიდა. წესრიგის დამცველები შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთის შემდეგ მივიდნენ, რის შემდეგაც უცნობმა ცეცხლი გახსნა.

ყველა ახალი ამბავი
0