პანიკა და სროლები ანკარის ქუჩებში: გადატრიალების მცდელობა თურქეთში

გამოწერა

სროლების ხმა ანკარის ქუჩებში მას შემდეგ გაისმა, რაც სამხედრო გადატრიალების შესახებ გახდა ცნობილი. იხილეთ ვიდეო თურქეთიდან.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამხედროებმა სტამბოლშიკონტროლქვეშ აიყვანეს აეროპორტები და სხვა სტრატეგიული წერტილები. თურქეთის ტელევიზია ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე იუწყება.

პოლიციამ ბოსფორის სრუტის ხიდზე მოძრაობა გადაკეტა, ხოლო ანკარის თავზე სამხედრო თვითმფრინავები გამოჩნდა.

თურქული მედია აცხადებს, რომ სროლების ხმა ისმოდა დედაქალაქის ცენტრში, გენერალური შტაბის სიახლოვეს, და რომ სამხედრო ვერტმფრენმა ცეცხლი გახსნა რაიონში, სადაც ეროვნული დაზვრევის ორგანიზაცია მდებარეობს.

თურქეთის სახელმწიფო ტელეარხმა მაუწყებლობა შეწყვიტა. მედია იტყობინება, რომ ჩაკეტილია სტამბოლის აეროპორტი, რომლის სიახლოვესაც რამდენიმე ტანკი შენიშნეს.

ყველა ახალი ამბავი
0