03:39 24 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1063
  • 100 RUB4.1425
  • USD2.7082
ვიდეო

ფრედერიკ ბეგბედერი: ვიგრძენი, რომ საქართველოს ვუყვარვარ

მოკლე ბმულის მიღება
14401
© video: Sputnik . Alexander Imedashvili

ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი საქართველოში ყოფნისას მუდმივად გარშემორტყმული იყო თაყვანისმცემლებით. იხილეთ Sputnik–ის ვიდეო, როგორ დახვდნენ მწერალს თბილისში და რა შთაბეჭდილება მოახდინა მასზე საქართველოში სტუმრობამ.

ცნობილი ფრანგი მწერალი, გახმაურებული რომანების: „99 ფრანკისა“ და „სიყვარული სამ წელს ცოცხლობს“ ავტორი ფრედერიკ ბეგბედერი რამდენიმე დღით საქართველოში იმყოფებოდა, რა დროსაც თაყვანისმცემლებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

„პირველად ვარ თბილისში და ძლიან ბედნიერ ვარ, რომ ქართველები კითხულობენ ჩემს წიგნებს და უყვართ ისინი. ეს ჩემთვის საამაყოა და სასიხარულო. სიყვარული რომ საქართველოში ჩემთან გადაღებული სელფების რაოდენობით იზომებოდეს, ვიტყოდი, რომ აქ ჩემზე გიჟდებიან“, — თქვა მწერალმა ქართველ მკითხველთან ერთ–ერთ შეხვედრაზე.

ფრედერიკ ბეგბედერი საქართველოში ქართული ჟურნალი „12“-ის რედაქტორის, პარიზში მცხოვრები მსახიობის ოლგა ბაბლუანის მოწვევით იმყოფებოდა. თბილისში მის ვიზიტთან დაკავშირებით აჩვენეს ბეგბედერის რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი „სიყვარული სამ წელს ცოცხლობს“.

თემაზე

ფოლადი VS დრო: ძველ თბილისში სახლები რკინის ბურჯებით გაამაგრეს
ნინო ანანიაშვილის „ლეკური"
დაუვიწყარი მთაგორიანი სვანეთი
თბილისში სხვადასხვა ჯიშის საუკეთესო ძაღლები გამოავლინეს

მეტი ვიდეო

მთავარი თემები