ფოლადი VS დრო: ძველ თბილისში სახლები რკინის ბურჯებით გაამაგრეს

გამოწერა

თბილისის ისტორიულ ცენტრში, გუდიაშვილის მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე სარემონტო–აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ გამოიყურება ახლა დედაქალაქის ერთ–ერთი უძველესი მოედანი.

გუდიაშვილის მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე აღმართული რკინის ბურჯები დამთრგუნველ შთაბეჭდილებას ახდენს. იქაურობა რკინის ტყეს წააგავს.

გიორგი კვირიკაშვილი და დავით ნარმანია - Sputnik საქართველო
ახალი"ძველი თბილისი" ანუ განახლებული აღმაშენებლის გამზირი

თუმცა ეს ბურჯები ძველი შენობების ფასადების რესტავრაციის ნაწილი არ არის. ისინი იმისთვისაა საჭირო, რომ სახლები მიწისქვეშა სამუშაოებმა კიდევ მეტად არ დააზიანოს. ამ ტერიტორიაზე ორი მეტრის სიღრმეზე გრუნტის წყლები გაედინება, რაც შენობა–ნაგებობების ფუნდამენტს ისედაც აზიანებს. უფრო მეტიც, ზოგი სახლი ძველი ნაგებობის საძირკველზეა დაშენებული, რაც არანაირად არ უწყობს ხელს მათ სიმყარეს.

სპეციალისტები ექვსი მეტრის სიღრმეზე ჩაატარებენ მიწისქვეშა სამუშაოებს და შეეცდებიან აღმოფხვრან ძველი კომუნიკაციების, გრუნტის წყლებისა და შენობების მორყეული საძირკვლების პრობლემა.

გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია მასშტაბური პროექტის „ახალი ტფილისის“ ნაწილია, რომლის განხორციელებაზეც მხოლოდ მიმდინარე წელს სახელმწიფო 21 მილიონ ლარს გამოყოფს. კონკრეტულად გუდიაშვილის მოედნისა და ახლომახლო ქუჩების რეაბილიტაციაზე 7 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ყველა ახალი ამბავი
0