ერაყის არმიის შეტევა ერ-რამადიზე: დაცხრილვა ტყვიამფრქვევითა და არტილერიით

გამოწერა

ერაყის ანტიტერორისტული ქვედანაყოფების მებრძოლებმა შეტევა განახორციელეს დაიშის ბოევიკებზე ერ-რამადიში, რომლის დროსაც ქალაქის ცენტრში ადმინისტრაიული შენობები გაათავისუფლეს ტერორისტებისგან.

ერაყელმა სამხედროებმა 27 დეკემბერს შემტევი ოპერაციის შედეგად დაიშის ტერორისტებისგან გაათავისუფლეს ერ-რამადის ადმინისტრაციული შენობების კომპლექსი და მათი განაღმვა დაიწყეს.

"ანტიტერორისტული ქვედანაყოფების ძალები დღე და ღამე მუშაობენ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და დანაღმული მანქანების განაღმვაზე, რომლებიც "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკებმა ერ-რამადის ცენტრში დატოვეს ქალაქ ელ-ჰალიდიას მიმართულებით გაქცევისას", — ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა გენერალ-ლეიტენანტმა აბდულ-განი ალ-ასადიმ.

მან ასევე ინფორმაცია გაავრცელა, რომ უახლოეს პერიოდში ერაყის მთავრობა ქვეყნის ჩრდილო დასავლეთით მდებარე პროვინცია ანბარის ბოევიკებისგან სრულიად გათავისუფლების შესახებ გააკეთებს განცხადებას.

ერაყის არმია სამხედრო-საჰაერო ძალების, ეროვნული აჯანყების მებრძოლებისა და აშშ-ის დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო კოალიციის დახმარებით განაგრძობს ტერორისტების წინააღმდეგ მიმართულ მასშტაბურ ოპერაციას ქვეყნის დასავლეთში მდებარე პროვინცია ანბარში. ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი კერა კვლავ პროვინიის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი ერ-რამადი, რომელზეც ბოევიკებმა კონტროლი მიმდინარე წლის მაისში დაამყარეს. ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა 22 დეკემბერს მის გასათავისუფლებლად შემტევი ოპერაცია დაიწყეს.

ყველა ახალი ამბავი
0