გულები, ბოთლები და ყვავილები – რისგან შეიძლება დამზადდეს საახალწლო ნაძვის ხე

გამოწერა

თბილისის ისტორიული ცენტრის ერთ–ერთ ქუჩაზე საახალწლო ნაძვის ხეების ფესტივალი გაიხსნა.

ფესტივალზე, რომელიც თბილისის ქუჩებში იმართება, სტუმრებს შეუძლიათ იხილონ შამპანურის ბოთლებითა და სამშენებლო ბლოკებით შექმნილი ნაძვის ხეები. ისინი გულებითა და ყვავილებითაა მორთული.

ამ უჩვეულო ფესტივალზე, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, ათ ნაძვის ხეზე მეტია წარმოდგენილი. მათი ავტორები არიან სხვადასხვა ქართული კომპანიები.

ფესტივალი 2016 წლის 3 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0