საქართველოს მმართველი პარტია რეიტინგის ლიდერია

გამოწერა

კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური პარტიების რეიტინგში პირველი ადგილი მოიპოვა თბილისში ჩატარებული გამოკითხვების თანახმად.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა „მრავალეროვანი მოძრაობა სამშობლოსათვოს“ და „დედამიწა – ჩვენი სახლი“ თბილისში გამოკითხვა ჩაატარეს, რათა თბილისელების პოლიტიკური სიმპათიები გაერკვიათ.

„თბილისში 1802 გამოკითხულიდან 571 ადამიანი ენდობა მმართველ პოლიტიკურ პარტიას „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“, რაც 31,69%–ს შეადგებს“, — განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი მოძრაობა სამშობლოსათვის“ წარმომადგენელმა ედუარდ ნურალიევმა.

„სოცილიოლოგიური გამოკითხვის შედეგებით, ხმები შემდეგნაირად განაწილდა: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ — 31,69%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 4,83%, „დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო“ — 3,94%, „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ — 0,61%, „ჩვენი საქართველო — თავისუფალი დემოკრატები“ — 5,83%“, — განაცხადა ნურალიევმა.

გამოკითხვა 27 ნოემბრიდან 20 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 3785 ადამიანი. რესპონდენტებს დაუსვეს ორი შეკითხვა: „რომელ პოლიტიკურ პარტიას ენდობით?“ და „რომელ უცხოელ ლიდერს ენდობით?“.

ყველა ახალი ამბავი
0