ჟურნალისტებს თბილისში უსახლკაროთა უფლებების დარღვევებზე უამბეს

გამოწერა

არასამთავრობო ორგანიზაცია „უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“ წარმომადგენლებმა თბილისელ უსახლკაროთა პრობლემებზე ისაუბრეს.

ოგრანიზაციის ყურადღების ცენტრში ბოლო ორი თვის განმავლობაში დაახლოებით 120 ოჯახი მოხვდა, რომლებიც ისანში ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში მძიმე პირობებში ცხოვრობენ.

არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, დაახლოებით ერთი წლის წინ ლტოლვილთა სამინისტრომ მათ გამოსახლების შესახებ აუწყა. მალე გაუთიშეს ელექტრო ენერგია, წყალმომარაგება და წყობიდან გამოიყვანეს კანალიზაცია. ჰოსპიტალში მცხოვრებთაგან 20 ოჯახი ლტოლვილები არიან, დანარჩენები კი სოციალურად დაუცველები.

როგორც „უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“ პროექტების კოორდინატორი მადლენა ხუროშვილი აღნიშნავს, თავად ისნის სამხედრო ჰოსპიტალის შენობა ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის, თუმცა ლტოლვილთა სამინისტროსთვის აქვს გადაცემული.

„სოზარ სუბარი, როგორც ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, ამ ადამიანების გამოსახლებისთვის სრულებით არაადეკვატურ ზომებს იღებს. ისინი, ფაქტობრივად, შუქისა და გაზის გარეშე არიან დარჩენილი. მათ კანალიზაცია გამოიყვანეს მწყობრიდან, რომ თავისას მიაღწიონ და გამოასახლონ. აუტანელი პირობების შექმნით სურთ აიძულონ ისინი, დატოვონ შენობა“, – აღნიშნა ხუროშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0