რაკეტა "პროტონ–ემის" გაშვება კავშირის თანამგაზვრთან ერთად ბაიკონურის კოსმოდრომიდან

გამოწერა

რაკეტმზიდმა "პროტონ–ემი" და ამაჩქარებელმა ბლოკმა "ბრიზ–ემი" ორბიტაზე რუსული კავშირის თანამგზავრი „ექსპრეს–ამუ1“ გაიყვანეს. იხილეთ სტარტის კადრები.

თანამგზავრი „ექსპრეს–ამუ1“ აღჭურვილია 70 ტრანსპონდერით (ტრანსლაციის ანტენები) და დაფარავს რუსეთის ევროპულ ნაწილს. ასე კავშირითა და მაუწყებლობით უზრუნველყოფს აფრიკას.

„ექსპრეს–ამუ1“, ფაქტობრივად, თანამგზავრული დაჯგუფება „კოსმოსური კავშირის“ მესამე HTS თანამგზავრი და იმავდროულად მძიმე კლასის მეოთხე კოსმოსური აპარატია.

სულ განახლებულ თანამგზავრულ დაჯგუფებაში ამ დროისათვის კავშირისა და მაუწყებლობის 12 თანამგზავრი მუშაობს. მათ შორისაა სამი ახალი მძიმე კლასის თანამგზავრი (Экспресс-АМ5, —АМ6 и —АМ7).

რაკეტმზიდი „პროტონ–ემის“ გაშვება წინა დღეს ვერ მოხერხდა არახელსაყრელი ამინდის გამო – ბაიკანურის კოსმოდრომის სასტარტო მოედანზე უძლიერესი ქარი ქროდა.

ყველა ახალი ამბავი
0