საშობაო ლოცვა და სანტა – სირიელმა ქრისტიანებმა შობა აღნიშნეს

გამოწერა

დამასკოში ქრისრიანები ქრისტეს შობას აღნიშნავენ. იხილეთ ვიდეო, მიუხედავად ქვეყანაში არსებული დაძაბული ვითარებისა, თუ როგორ აღნიშნავდნენ ქალაქის მაცხოვრებლები ბავშვებთან ერთად რელიგიურ დღესასწაულს.

დამასკოს მაცხოვრებლები შობის წინა ღამეს მორთული ქალაქის ქუჩებში ბავშვებთან ერთად გამოვიდნენ და სანტა–კლასუთან ერთად სურათებს იღებდნენ. ბავშვებმა წითელი ქუდები დაიფარეს და ადგილობრივ ტაძართან ახლოს შობის მღვიმის ამსახველ სცენასთან სალოცავად მივიდნენ.

ამ დღეს ოჯახებში ტრადიციულად რთავენ ნაძვის ხეებს და დგამენ ბაგებს. ოჯახის ის წევრები, ვინც აღსარების თქმა ვერ მოასწრო, მიდიან ეკლესიაში, რომელიც დილით ადრე იხსნება. მზადდება შობის წინა ღამის საზეიმო ვახშამი, რომელიც ტრადიციულად სამაარხვო კერძებისგან შედგება.

კათოლიკეებთან ერთად შობას აღნიშნავენ ლუთერანები, ინგლისური ეკლესია და პროტესტანტების ნაწილი. ამ დღესასწაულს ყველა ქვეყანაში თავისი ტრადიციები აქვს.

დამდეგი 2016 წელი სირიაში შეიარაღებული კონფლიქტის მიმდინარეობის მეოთხე წელი იქნება. გაეროს მონაცემებით, კონფლიქტს 220 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ყველა ახალი ამბავი
0