ნაძვის ხეები ქალაქში: როგორ ემზადება ბაქო ახალი წლისათვის

გამოწერა

ახალ 2016 წლამდე რამდენიმე დღე რჩება და საზეიმო განწყობა უკვე იგრძნობა აზერბაიჯანის დედაქალაქის მოსახლეობაში: ბაქოს ქუჩები და გამზირები სადღესასწაულო ილუმინაციებით გაბრწყინდა.

ბაქოს ქუჩებში დაიდგა ნაძვისხეები, ანთია საახალწლო შუქები. როგორც ყოველ წელს, ყველაზე მაღალი საახალწლო ნაძვის ხე დადგმულია "აზადლიგის" მოედანზე. ხოლო მთელს პრიმორიეს ეროვნულ პარკში (ბაქოს ბულვარი) მორთულია ათი საახალწლო ნაძვის ხე. როგორც ბულვარის ზედამხედველობის სამსახურის მეთაურის მოადგილემ ნასიმ მეჯიდოვმა Sputnik-ს აცნობა, შერჩეული დიზაინის მიხედვით, ბულვარი სხვადასხვა ფერებით განათდება, იუწყება Sputnik აზერბაიჯანი.

"აქ უკვე დაიდგა საახალწლო ნაძვის ხეები ათ ადგილზე. თითოეულ ნაძვის ხეს ეყოლება საკუთარი თოვლის ბაბუა და ფიფქია", — განაცხადა მეჯიდოვმა.

და კიდევ, წელს დედაქალაქის მაცხოვრებლებს საშუალება ეძლევათ იხილონ ლაზერ-შოუ, რომელსაც საფრანგეთში შეძენილი მოწყობილობებით გამართავენ.

ყველა ახალი ამბავი
0