პუტინმა მინისტრების მუშაობა შეაფასა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა

გამოწერა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წლის ბოლოს ქვეყნის მთავრობის ქმედებებს ეფექტური უწოდა. მინისტრთა კაბინეტის შემაჯამებელ თათბირზე სახელმწიფოს მეთაურმა მადლობა გადაუხადა მინისტრებს გაწული სამსახურისათვის და დამდეგი ახალი წელი მიულოცა მათ.

სახელმწიფოს მეთაურმა მინისტრთა კაბინეტთან 2015 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. თათბირისზე პუტინმა აღნიშნა, რომ მთავრობა მზად უნდა იყოს ნავთობზე დაბალი ფასებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების უფრო დიდხნს გაგრძელებისათვის.

"მზადყოფნაა საჭირო იმისათვის, რომ ნედლეულზე დაბალი ფასებისა და ჩვენი მთავარი საექსპორტო საქონლის დაბალი ფასები, და, შესაძლოა, საგარეო აკრძალვებიც გახანგრძლივდეს. აუცილებელია თავად მივაღწიოთ შედეგებს არსებულ ბაზაზე. მიმდინარე სირთულეები ეკონომიკისა და სოციალური სფეროს ეფექტურობისათვის სტიმულის მიმცემი უნდა აღმოჩნდეს", — განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის მინისტრთა კაბინეტმა რთულ სიტუაციებში რთული ამოცანების ამოხსნის შესაძლებლობ უჩვენა. მიმართვის დასასრულს პუტინმა მთავრობას მადლობა გადაუხადა ეფექტური მუშაობისათვის და მინისტრებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

ყველა ახალი ამბავი
0