რუსეთის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე საბჭოთა პერიოდის სტილში მორთეს

გამოწერა

რუსეთის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე სადღესასწაულოდ მორთეს მოსკოვის კრემლის ტაძრის მოედანზე. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ რთავდნენ მოსკოვის კადეტთა კორპუსების მოსწავლეები საზეიმო ხეს საბჭოთა სტილში.

რუსეთის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე დადგეს და მორთეს მოსკოვის კრემლის ტაძრის მოედანზე. მის გაფორმებაში მონაწილეობდნენ მოსკოვის კადეტთა კორპუსის მოსწავლეები, რომელთაგან ბევრმა დამოუკიდებლად გააკეთა ხისთვის სათამაშოები.

"ჩვენ უკვე მეთხუთმეტედ ვატარებთ ამ ღონისძიებას პრეზიდენტის დავალებით. ამ ჯერად ჩვენ აქ მოვიწვიეთ მოსკოვის კადეტთა კორპუსების აღსაზრდელები, მათთან ერთად ჩამოვკიდებთ სათამაშოებს, გადავცემთ მათ საჩუქრებს და მადლობას გადავუხდით გაწეული სამსახურისთვის", — ხუთშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა რუსეთის პრეზიდენტის საქმის მთავარი საექსპლუატაციო სამმართველოს მეთაურის მოადგილემ ანატოლი კაჩანოვმა.

რუსეთის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე 18 დეკემბერს მოსკოვის ოლქიდან დედაქალაქში გადაიტანეს. არჩევის კრიტერიუმები იყო მისი ზომები და ვიზუალური მხარე: სწორი ვარჯი და წიწვის თანაბარი შეფერილობა. ხის სიმაღლე უნდა იყოს მინიმუმ 30 მეტრი, დიამეტრი სულ ცოტა 0,6 მეტრი, ამიტომ ხის ასაკი 80 წელს უნდა აჭარბებდეს — სწორედ ამ პერიოდში აღწევს ხე საჭირო ზომებს.

ყველა ახალი ამბავი
0